სტატიები

Published on: 27 June 2019

Mitsubishi Lancer Evolution-ის წარმოებას განაახლებს

კომპანია Mitsubishi Motors-ი საკულტო მოდელის Lancer Evolution-ის განახლებას გეგმავს. თუ მოდელის მეთერთმეტე თაობას წარმოებაში გაუშვებენ, მაშინ ის “დამუხტული” ჰეჩბეკის Renault Megane RS-ის პლატფორმაზე აიწყობა.

ახალი მოდელი Renault-Nissan-Mitsubishi-ის ალიანსის ერთობლივი პროექტი იქნება. გამომცემლობა Autocar-ის მონაცემებით, ავტომობილი აღიჭურვება ორი ლიტრი მოცულობის ბენზინის ტურბო ძრავით. Evolution-ის ახალი თაობის წარმოების დაწყებაზე ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ახალი სედანი ბაზარზე უახლოეს სამ წელიწადში გამოჩნდება. სამოდელო ოჯახში ასევე გამოჩნდება ჰეჩბეკის ძარის მქონე ვერსიაც.

 

თეგები: ,


Back to Top ↑