სტატიები

Published on: 12 November 2015

პირველი “გამოსამშვიდებელი” Lancer Evolution Ebay -ს აუქციონზე დაიდო

eBay -ს აუქციონზე დაიდო Lancer Evolution Final Edition – რიგითი ნომრით US001. ვაჭრობა დამთავრდება 21 ნოემბერს, პრესტიჟული საქველმოქმედო ღონისძიების დაწყების დღეს. შეკრებილი თანხა გადაირიცხება გაფანტული სკლეროზის ამერიკულ ნაციონალურ საზოგადოებაში.

სპორტული ავტომობილის ბოლო ვერსია შეზღუდული ტირაჟით, სულ რაღაც 1 600 ეგზემპლარად გამოვა და თითოეულს საკუთარი რიგითი ნომერი ექნება. სედანი აწყობილია GSR კომპლექტაციაზეა და მიიღო გარკვეული  გაუმჯობესებები.

ავტომობილი წინანდებურად აღჭურვილი იქნება ორი ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავით, მაგრამ ამავდროულად მისი სიმძლავრე გაზარდეს 291 -დან 303 ცხენის ძალამდე. ხოლო ბრუნვითი მომენტი 407 -დან 413,5 -მდე. ავტომობილმა მიიღო ხუთ საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. Lancer Evo აღჭურვილია სრულამძრავიანობის ინტელექტუალური სისტემით S-AWC -ით.

ამას გარდა გამოსამშვიდობებელი ვერისა მიიღებს Brembo -ს შემსუბუქებულ სამუხრუჭე მექანიზმს, Eibach -ის ზამბარებსა და Bilstein -ის ამორტიზატორებს.

გარეგნულ განახლებებში უნდა ავღნიშნოთ ალუმინის შავი ფერის სახურავი, Enkei -ს დისკები, რომლებიც ქრომირებულია შავად, ჰაერსაწინააღმდეგო და სხვა.

Ebay -ის აუქციონის ლინკი – 2015 Mitsubishi Lancer Evolution Final Edition Plaque US0001

 

თეგები: , , , , , , , , ,


Back to Top ↑