სტატიები

Published on: 10 June 2015

მისტერ ბინის McLaren F1 -ი 11 მლნ ევროდ გაიყიდა

როუენ აკინტსონმა, იგივე მისტერ ბინმა თავისი ლეგენდარული McLaren F1 -ი გაყიდა. გაყიდვის პროცესი დაახლოებით 5 თვე გაგრძელდა. სამაგიეროდ ავტომობილი გაიყიდა უფრო ძვირად, ვიდრე გათვალისწინებული იყო – 8 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( 11 მლნ ევრო).

b453c91c50c00d3a9653a69676

ბრიტანელი მსახიობის F1 იყიდა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. უცნობმა კოლექციონერმა არ დაიშურა ათეული ევრო მილიონის გადახდა ორჯერ დამტვრეულ ავტომობილში. 1997 წელს ნაყიდი F1 ატკინსონმა დაამტვრია 2009 და 2011 წლებში. ამასთან ერთად მეორე შემთხვევა საკმაოდ მძიმე იყო – სველი გზა, ბოძთან შეჯახება და ხანძარი. თვითონ მსახიობი უვნებელი გადარჩა, ხოლო სადაზღვეოს McLaren -ის შეკეთებაში 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწია. ავტომობილმა სულ დაახლოებით 65 ათასი კილომეტრი გაიარა.

76ed72e51cf6dbe51e2cedf25d

თეგები: ,


Back to Top ↑