სტატიები

Published on: 30 November 2017

Formula 1-ის ახალი ლოგო ცნობილია!

მართალია, ფორმულა ერთის გადაწყვეტილებამ, ლოგოს ცვლილებასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, მაგრამ კომპანიამ იდეა მაინც განახორციელა და მისი ახალი ლოგო სააგენტო Wieden+Kennedy-მ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა. ახალ ფორმაზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვარიანტიც ბევრი შეიქმნა, თუმცა, ერთობლივი გადაწყვეტილებით საბოლოოდ ის ფორმა შეირჩა, რომელმაც უკვე დაიკავა დიდი ბანერები და პირველად ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის აბუ-დაბის რბოლაზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ლოგომ ფორმულა ერთის სეზონის დასასრული კიდევ უფრო საინტერესო გახადა, საზოგადოება ჯერ მაინც ბოლომდე ვერ ეგუება მას და 1994 წელს სააგენტო Carter Wong-ისმიერ შექმნილი ძველი ლოგოს ერთგული რჩება.

               

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑