სტატიები

Published on: 09 July 2019

Lexus-ი ახალ კაბრიოლეტს ამზადებს

იმის მიუხედავად, რომ Lexus-ის ძირითადი წარმოება სედანებსა და კროსოვერებზე მოდის, კომპანიაში სხვა მოდელებზეც არ აპირებენ უარის თქმას. Lexus SC-ის წარმოებიდან მოხსნის 10 წლის შემდეგ, რომელიც მარკის პირველი კაბრიოლეტი იყო, მას როგორც იქნა შთამომავალი გაუჩნდა. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ LC-ის სერიულ ვარიანს შექმნის, რომლის ჩვენებაც 2019 წელშივე მოხდება.

მოცემული მომენტისთვის მარკა გულშემატკივრებს მხოლოდ კონცეპტებით უღვივებს ინტერესს. წლის დასაწყისში დეტროიტის ავტოსალონზე ნაჩვენები იქნა პროტოტიპი,რომელიც წლის ბოლოსთვის წინასერიულ მოდელად იქცევა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ განსხვავება Lexus LC Convertible-სა და Lexus LC-ს შორის მხოლოდ “კეცვადი” სახურავი იქნება. გამორიცხული არაა, რომ კაბრიოლეტი ბაზარზე კუპისთვის ხელმისაწვდომ ყველაზე მძლავრი ძარით გამოვა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑