Startaperi

სტატიები

Published on: 13 September 2018

Toyota და Lexus-ი გამტაცებლებისთვის მიმზიდველი აღარ იქნება

როგორც ცნობილია Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილები დიდი “პოპულარულობით” სარგებლობს გამტაცებლებსა და მძარცველებს შორის. Toyota Motors-ი იწყებს Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილებში გატაცების საწინააღმდეგო ღონისძიებების მთელი კომპლექსის ინტეგრაციას, რის შემდეგაც გამტაცებლების მიერ VIN-ნომერის გაყალბებას აზრი არ ექნება. ახალ მოდელებში დატანებული იქნება “უნიკალური გატაცების საწინააღმდეგო იდენტიფიკატორი”, რომელიც შეიცავს VIN-ნომერზე მიბმულ PIN-კოდს.

PIN-კოდი წარმოადგენს შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველ 1მმ დიამეტრის მქონე მიკრო წერტილებს. ისინი დატანებული იქნება ავტომობილის სხვადასხვა დეტალებზე და მათი რაოდენობა 10  ათასს აღწევს.

აქედან გამომდინარე VIN-კოდის სტანდარტული გამომსახველებისა და სხვადასხვა დეტალების შეცვლის მიუხედავადაც კი გატაცებული ავტომობილის ინდეტიფიცირება სამართალდამცავების მიერ მაინც იქნება შესაძლებელი.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑