Startaperi

სტატიები

Published on: 02 November 2017

Lamborghini -ის მძღოლი დამჯდარი აკუმულატორის გამო ავტომობილში ჩაიკეტა

Lamborghini Aventador -ის მძღოლი თავის ავტომობილში ჩაიკეტა, რისი მიზეზიც დამჯდარი აკუმულატორი გახდა. შემთხვევა ავსტრალიის ერთ-ერთ გზაზე მოხდა. მომხდარმა გამვლელი მძღოლების ყურადღებაც მიიპყრო, რამაც შემდგომში საცობი გამოიწვია.

Aventador -ის მძღოლის თქმით მომხდარში სრულიად ის არის დამნაშავე. მან განმარტა, რომ რამოდენიმე თვე საზღვარ გარეთ იყო სამუშაოდ და სახლში ჩამოსულს ავტომობილის აკუმულატორის დასამუხტად შეერთება დაავიწყდა. რატომ ვერ შეძლო Lamborghini Aventador -ის მძღოლმა კარი სალონიდან გაეღო, არ განმარტებულა.

შეგახსენებთ, რომ $760 000 ღირებულების Aventador -ი აღჭურვილია 6,5 ლიტრი მოცულობის V12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 700 ცხ.ძ. -სა და 0-100 კმ/სთ აჩქარებას 2,9 წმ -ს ანდრომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ -ს შეადგენს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑