Startaperi

სტატიები

Published on: 08 January 2019

განახლებული Lamborghini Huracan Evo, რომელმაც Performante-ს ძრავა მიიღო

განახლებულმა სპორტქარმა Lamborghini Huracan Evo-მ ორი წლის წინ წარმოდგენილ ტოპ-ვერსია Performante-სგან ბევრი რამ მიიღო. კერძოდ გაუმჯობესებული V10 ძრავა, რომლის მოცულობაც 5,2 ლიტრს შეადგენს და გამოიმუშავებს 630 ცხენის ძალას.
გაუმჯობესებული სპორტქარი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 2,9 წამში აკეთებს, რაც 0,3 წამით უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე წინა ვერისა. მაქსიმალური სიჩქარე იგივეა და 324 კმ/სთ-ს შეადგენს.

მსგავსება არის Evo-სა და Performante-ს დიზაინშიც. შეიცვალა სავალი ნაწილი და დაყენდა 20 დიუმიანი დისკები. განახლებულ Huracan Evo-ს კვლავ არ აქვს აქტიური აეროდინამიული სისტემა ALA (Aerodinamica Lamborghini Attiva).

განახლებული Lamborghini Huracan Evo პირველად თავის ოჯახსი მიიღებს სრულად მართვად სავალ ნაწილს, ისეთს როგორიც აქვს Aventador S-ს. უკანა ბორბლები ტრიალდება მცირედი კუთხით, რაც დაბალ სიჩქარეზე მანევრირებას და მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობას აუმჯობესებს.

სპორტქარს ასევე აქვს ახალი ელექტრონული კომპლექტი LDVI (Lamborghini Dinamica Veicolo Integrata), რომელიც მართავს სტაბილიზაციის სისტემასა და ძალურ აგრეგატს. მფლობელებს კვლავ შეეძლებათ სიარულის სამი რეჟიმის არჩევა, ესენია: Strada, Sport და სარბოლო Corsa.

განახლებული Lamborghini Huracan Evo-ს გაყიდვები ამ წლის გაზაფხულიდან, ხოლო ფასი კი 184 ათასი ევროდან დაიწყება. ევროპაში გასული წლის პირველ ათ თვეში 757 Huracan-ი გაიყიდა. რაც წინა წელთან შედარებით 31,2%-ით მეტია.

თეგები: ,


Back to Top ↑