სტატიები

Published on: 07 January 2019

ჯერემი კლარკსონმა 2018 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილები დაასახელა

ყოველი წლის ბოლოს ცნობილი ავტოჯურნალისტი ჯერემი კლარკსონი ირჩევს წლის ყველაზე კარგ და ცუდ ავტომობილებს. საუკეთესო ავტომობილად მან სუპერქარი Lamborghini Huracan Performante დაასახელა.გთავაზობთ ხუთეულს, რომელებიც კლარკსონმა ყველაზე ცუდ ავტომობილებად დაასახელა.
ბრიტანელის აზრით ყველაზე წამგებიანი ვარიანტი Fiat 500-ის დამუხტული ვერსია – Abarth 695 Rivale. ჯერემის კრიტიკა ამ ავტომობილში ძალიან უხეშმა სავალმა ნაწილმა დაიმსახურა.
“აინტირეიტინგის” მეორე ადგილზე მოექცა ახალი თაობის კროსოვერი Audi Q8. თუმცა აღიარებს, რომ “Q8-ის ინტელექტუალური ტექნოლოგიებით მოხიბლულია”.
მესამე ადგილს იკავებს კროსოვერი Dacia Duster-ი. საუბარია ახალი თაობის მოდლზე. ჟურნალისტის მთავარი პრეტენზია ეხება “ცუდ გარეგნობასა და ძრავას”.
მეოთხე ადგილი ერგო Mini 1499 Gt-ის. მიზეზად დასახელდა სავალი ნაწილი, რომელიც ისეთი უხეშია, რომ ძრავი მას არ შეეფერება. “ძნელია Mini 1499 GT-ის ასაღწერად ზუსტი სიტყვის მოძიება. მაგრამ “უსაშინლესი” – ეს სიტყვა ახლოსაა მასთან” – წერს კლარკსონი.
კლარკსონის ანტირეიტინგის მეხუთე ადგილი უნივერსალმა Volvo V60-მა დაიკავა. ტელეწამყვანის განმარტებით ” არაფერი არ წარმოაჩენს იმაზე უკეთესად, რომ თქვენი სექსუალური ცხვორება ნულზეა დასული, ვიდრე ასეთი ავტომობილით გზაზე სიარული”.


Back to Top ↑