ვიდეო

Published on: 22 March 2017

ჯენტლმენი მამაკაცისა და მოხერხებული ქალბატონის მაცდური ისტორია – FIAT–ის სახალისო ვიდეორგოლი

ხშირად ჯენტლმენობა არც თუ ისე მარტივი საქმეა ხოლმე,ზოგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საშაროც კი ხდება. მაგალითად, მსგავსი შემთხვევაა FIAT–ის სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ბრენდმა თავისი ახალი მოდელების 500X–ის და 124 Spider–ის გასაცნობად შემოგვთავაზა. რთულია ცდუნებას გაუძლო, როდესაც ქუჩაში ძალიან ლამაზი გოგონა, ასევე ლამაზი ავტომობილით ახლოს გაჩერდება, მანქანიდან გადმოდის და კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, ამ დროს კი მის წინ წვიმის შედეგად დარჩენილი წყლის გუბეა. სწორედ რომ ასეთ შემთხვევაში იჩენს ხოლმე მოხიბლული მამაკაცების ჯენტლმენობა და უჩვეულო გამჭრიახობა თავს. თუმცა, სადამდე ეყოფა წყლის გუბეს ტანსაცმელი ეს კიდევ ცალკე საკითხია, თან ქალბატონების “ეშმაკობაც” არ უნდა დაგვავიწყდეს.

თეგები: , ,


Back to Top ↑