ვიდეო

Published on: 22 March 2017

როგორ მზადდება Toyota Camry? – დეტალური რეცეპტი და მზა ავტომობილი 30 წუთში

რისგან შედგება მომხმარებლის ერთ–ერთი ფავორიტი ავტომობილი Toyota Camry? ბრენდმა მისი “მომზადების” ყველა საიდუმლო გაგვიმხილა და ინგრედიენტებიც დეტალურად ჩამოგვითვალა. ერთი კამერა, რომლის ობიექტივშიც ყველაფერი დეტალურად ექცევა და კარგად ჩანს, 2 ცალი პედლის ფორმის ფიგურა, დამცავები, ელექტროენერგიასთან დამაკავშირებელი კაბელები, სახურავისთვის ერთი მთვარე და მულტიმედია სისტემა, ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად უნდა ავურიოთ და გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში?!

ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელზეც ამბობენ ხოლმე, სახლში არ გაიმეოროთო. რაღა თქმა უნდა, ისეთი სუპერ თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის მომზადება, როგორიც Camry–ია, ასე მარტივად ჯამში არ ხდება, უბრალოდ ბრენდს ამ სახალისო “კულინარიული” ვიდეორგოლით იმის ხაზგასმა სურდა, რომ ავტომობილი ყველა იმ აუცილებელი და საჭირო დეტალისგან შედგება, რომელიც მომხმარებლის კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

თეგები: , ,


Back to Top ↑