Startaperi

სტატიები

Published on: 02 June 2019

Jeep Gladiator-ი Hennessey-სგან, რომელიც კაპოტ ქვეშ 1000 ცხენს “მალავს”

Jeep Gladiator-ი ახლახანს გამოვიდა ამერიკულ ბაზარზე, Hennessey Performacne-ს სპეციალისტებმა კი მისთვის შთამბეჭდავი განახლება უკვე მოამზადეს. “ჰენესურ” ვერსიას ატელიეში Hennessey Maximus 1000 დაარქვეს, სადაც ციფრები ცხენის ძალაზე მიგვითითებს. ავტომობილი აღიჭურვა 6,2 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით, რომელიც საერთაშორის სტანდარტებით 1014 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღნიშნული ძრავა ყველასთვის კარგადაა ცნობილი ისეთი ავტომობილებიდან, როგორებიცაა: odge Charger SRT Hellcat-ი და Dodge Challenger SRT Hellcat-ი. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, პიკაპი 8 საფეხურიანი ჰიდრომექანიკური ავტომატით აღიჭურვა.

 

ატელიეში ამ მონსტრში 200 000 დოლარს ითხოვენ. მისი ტირაჟი 24 ეგზემპლარს შეადგენს, წარმოება კი ივლისის თვეში დაიწყება. თითო ავტომობილის შესაქმნელად ოთხი თვე იქნება საჭირო.

 

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑