Startaperi

სტატიები

Published on: 07 February 2019

გაიცანით Bugatti Veyron-ის სიმძლავრის McLaren 600LT-ი Hennessey-სგან

McLaren 600LT-ის გამოშვება სულ რაღაც 12 თვეა რაც მიმდინარეობს. ამ ისედაც მძლავრი ლიმიტირებული სერიის ავტომობილით Hennessey-ის გუნდი დაკავდა და ის უფრო მძლავრი გახადეს. 3,8 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა 592 ცხ.ძ.-სა და 620 ნმ-ის ნაცვლად ახლა უკვე 1001 ცხ.ძ.-სა და 1173 ნმ-ს გამოიმუშავებს.

“მე გადავწყვიტე 600LT-ის ყიდვა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც Ford GT – რათა გუნდს მივცე საიმედო ორიენტირი ჩვენი Venom F5-სთვის” – განაცხადა კომპანიის მფლობელმა ჯონ ჰენესიმ. McLaren-ის ტესტ დრაივის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ბრიტანელი “უფრო მეტ სიმძლავრეს საჭიროებს” . ის თვლის, რომ 600LT-ს HPE1000-ით თავისუფლად შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს McLaren Speedtail-ს.

ამხელა შედეგის მისღწევად Hennessey-მ ავტომობილს გაუმჯობესებული ტურბინები დაუყენა, შეცვალა გამოსაბოლქვი სისტემა, აღჭურვა გაუმჯობესებული ინტერქულერით, მაღალი გამტარობის მქონე საჰაერო ფილტრითა და ძრავის მართვის სისტემა Motec-ით. რათქმაუნდა შვიდსაფეხურიანმა გადაცემათა კოლოფმაც განიცადა განახლება, რათა გაუძლოს ამხელა სიმძლავრეს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ავტომობილს 96 კმ/სთ-ის განვითარება 2,1 წამში შეუძლია. ხოლო მილის მეოთხედს 9,6 წამში გადის. ჩვეულებრივი McLaren-ი 96 კმ/სთ-ს 2,8 წამში ანვითარებს.

Hennessey-ი ჯერ-ჯერობით ამ კომპლექტაციის საფასურს არ ახმაურებს. თუმცა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ “საბაზისო” McLaren 600LT -ში მყიდველი 240 000 დოლარს იხდის, მაშინ მან თავისი სუპერქარის შესაძლებლობების ჰიპერქარამდე გაზრდის ფასზე დიდად არ უნდა ინერვიულოს.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑