სტატიები

Published on: 31 December 2015

იყიდება Volkswagen Jetta პირველი “ფორსაჟიდან”

წარმოგიდგენთ Volkswagen Jetta -ს ფილმ “ფორსაჟი” -ის პირველი ნაწილიდან, რომელიც Barrett-Jackson -ის აუქციონის სახლში არის გამოტანილი გასაყიდად. საწყისი ფასი ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ ცნობილია ის, რომ ავტომობილის ამჟამინდელმა მფლობელმა მსახიობმა და კასკადიორმა ფრენკ მუნიზმა ის 2002 წელს 100 000$ -ად იყიდა.

ეს კონკრეტული Volkswagen Jetta გამოშვებულია 1995 წელს და აღჭურვილია მულტიმედიურ სისტემასთან დაკავშირებული PlayStation 2 -ით. ასევე უკანა ფრთაზე აქვს პოლ უოკერის ხელმოწერა.

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑