Startaperi

სტატიები

Published on: 09 February 2019

გაიცანით Volkswagen Jetta-ს დამუხტული ვერსია Golf GTI-ის ძრავით

ბოლო თაობის “სტანდარტული” Jetta ამერიკულ ბაზარზე გასულ წელს გამოვიდა, სადაც ოთხკარა ხელმისაწვდომია უალტერნატივო 1,4 TSI ძრავით, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მუშაობს ექვსაფეხურიან “მექანიკურ ან რვასაფეხურიან “ავტომატურ” გადაცემათა კოლოფთან. 2019 წლის გაზაფხულს ამერიკელებს ახალ “დამუხტულ” Jetta GLI-ის შესთავაზებენ, რომლის პრემიერაც ჩიკაგოს ავტოსალონში შედგა.

ავტომობილი  აღიჭურვა EA888 სერიის 2.0 TSI ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 230 ცხენის ძალას. ეს ძრავა მას Golf GTI-სგან ერგო. ის მოქმედებაში მოჰყავს 6 საფეხირიან “მექანიკურ” ან შვიდსაფეხურიან DSG გადაცემათა კოლოფს. Jetta GLI-ის დინამიურ მახასიათებლებს კომპანია არ ახმაურებს. წინა თაობის დამუხტული სედანი ასევე აღჭურვილი იყო 2.0 TSI ძრავით, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი სიმძლავრე 212 ცხენის ძალას შეადგენდა და 0-97 კმ/სთ აჩქარებას 6 წამში აკეთებდა.

გარეგნულად ახალი Jetta შეგვიძლია განვასხვავოთ ბამპერით, შავი ფერის რადიატორის ჩარჩოთი, გამოსაბოლქვი სისტემის ორი მილითა და განსხავებული დიზაინის 18 დიუმიანი დისკებით. სალონში შეცვლილია საჭე და სავარძლები, წითელი დეკორატიული ელემენტები. აღჭურვილობაში ასევე შევიდა ვირტუალური სისტემა, პანორამული სახურავი, წინა სავარძლების ვენტილაცია.

ახალი Jetta GLI-ის ფასები ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა. ჩვეულებრივი სედანი შტატებში 18 745 დოლარი ღირს. თაობის შეცვლას პოპულარულობის ზრდა არ გამოუწვევია.  2018 წელს ამერიკაში 90 734 ავტომობილი გაიყიდა,რაც  წინა წელთან შედარებით 22%-ით ნაკლებია.

თეგები: , , ,


Back to Top ↑