სტატიები

Published on: 25 October 2015

Hyundai უფრო მეტ კროსოვერ Creta -ს გამოუშვებს

გამომცემლობა Business Line -სთან ინტერვიუში Hyundai Motor India -ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გაიზრდება კროსოვერ Creta -ს გამოშვების “ტირაჟი”. დღესდღეისობით კონვეირიდან ყოველთვიურად ჩამოდის 7 000 ავტომობილი, თუმცა 2016 წლის დეკემბრისთვის ყოველთვიური “ტირაჟი” 9 000 -10 000 ავტომობილამდე გაიზრდება.

ეს იქნება წარმოების გეგმის რიგით მეორე შეცვლა, რაც გამოწვეულია კომპაქტური SUV -ების მოთხოვნის მოულოდნელი აჟიოტაჟით. ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც Creta -ს გამოშვება სტარტს იღებდა, კორეელები თვეში 5 000 ავტომობილის გამოშვებას გეგმავდნენ.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑