ვიდეო

Published on: 07 March 2018

სალაშქრო კარავი ავტომობილის სახურავზე

ლაშქრობის მოყვარულებისთვის, რომლებსაც ავტომობილითაც უყვართ მოძრაობა, iKamper-მა სალაშქრო კარავი შექმნა, რომელიც მანქანის სახურავზე მონტაჟდება. კარავი ერთ წუთზე ნაკლებ დროში იხსნება და გასაშლელი კიბის საშუალებით უკავშირდება მიწას. აღსანიშნავია, რომ კარვის დადგმა მხოლოდ SUV ტიპის ავტომობილის სახურავზეა რეკომენდებული. კარავი გათვალისწინებულია ორ ზრდასრულსა და ორ ბავშვზე. შესაძლებელია კარვის ბოლოების გაშლა მის ქვეშ სასადილო მაგიდის დადგმა. Skycamp წყალგაუმტარია და აქვს გამჭვირვალე ფანჯარა ჭერის მხარეს, საიდანაც ღამის ცის ყურებით შეგიძლიათ დატკბეთ.

თეგები: , , ,


Back to Top ↑