სტატიები

Published on: 07 July 2015

Hyundai -ის მოდელებმა Apple Watch -ის მხარდაჭერა მიიღეს

Hyundai არ ჩამორჩა სხვა ბრენდებს, როგორებიცაა Volkswagen -ი, Mercedes-Benz -ი, Volvo და კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი პროგრამა Apple Watch -ისთვის. ახლა უკვე თანამედროვე საათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გახსნათ/ჩაკეტოთ Hyundai, მოძებნოთ იგი პარკინგზე და ა.შ.

ამ პროგრამას ჰქვია Blue Link App, რომელიც ყენდება როგორც Apple Watch -ში ასევე iPhone -შიც.  აპლიკაციის გაშვებისას თქვენ შეგეძლებათ ხმოვანი ბრძანებით დაქოქოთ ავტომობილი, მოძებნოთ იგი გიგანტურ პარკინგზე, ინფორმირდეთ საწვავის მარაგისა და გავლილი მანძილის შესახებ, შეამოწმოთ დაკეტილია თუ არა კარებები და მრავალი სხვა.

017ba80641e63852de444d6468

82aa8ccfa9c066c84f8e0776c3

9731fa70f06c36b245ebf8c15c

a4f51286c06ba1ef9c3c7c1eef

 

თეგები: ,


Back to Top ↑