სტატიები

Published on: 10 December 2015

Hyundai -ში ახალი სარალო i20 ააწყვეს

Hyundai -ის სპორტულმა დანაყოფმა WRC -სთვის განკუთვნილი ახალი ავტომობილის პრემიერა გამართა. ავტომობილი აწყობილია ბოლო თაობის i20 -ის ბაზაზე და ბრძოლაში ერთი თვის შემდეგ ჩაერთვება (2016 წლის სეზონი იწყება იანვარში, მონტე-კარლოში).

Hyundai თავდაპირველად გამოიყენებს ორ ახალ ავტომობილს და ერთ ძველს. ამასთან გეტყვით, რომ 2015 წლის სეზონი გუნდისთვის ღირსეულად დამთავრდა – მესამე ადგილი Citroen -ის გუნდთან მინიმალური ჩამორჩენით.

ბრძოლაში ახალი i20 ჩაერთვება 1,6 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 300 ცხენის ძალასა და 400 ნმ ბრუნვით მომენტს. ამასთან ავტომობილი არის სრულამძრავიანი და მოძრაობაში მოჰყავს 6 საფეხურიან თანმიმდევრულ გადაცემათა კოლოფს.

ავტომობილის გამოსაცდელი პერიოდი გრძელდებოდა 2015 წლის მანძილზე. გუნდში ასევე აღნიშნავენ იმას, რომ ახალი მოდელი ბევრად მარტივი სამართავი და წინამორბედთან შედარებით სწრაფი იქნება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ თუ რისი მაქნისია ეს ავტომობილი. ამასთან შეგახსენებთ, რომ Hyundai -ს გუნდს შემდეგ სეზონში იგივე პილოტები ეყოლება – ტერი ნევილი, დანი სორდო და ჰეიდენ პადონი.

თეგები: , , ,


Back to Top ↑