სტატიები

Published on: 14 July 2015

ჰოლანდიელებს პლასტიკატის გზების იდეა გაუჩნდათ

ნიდერლანდებში ბაზირებულმა სამშენებლო კომპანია volkerWessels -მა და მისმა ქვედანაყოფმა KWS Infra -მ, როგორც ჩანს მომავლის გზების რეცეპტი აღმოაჩინეს. მათ შემოგვთავაზეს უფრო ხარისხიანი გზების გაკეთება გადამუშავებელი პლასტიკატისგან.

არა, ეს არ არის ხუმრობა და არც ფანტაზია – არგუმენტები კომპანიას საკმარისად აქვს. კომპანია თვლის, რომ ამ გზით ბევრ ეკოლოგიურ პრობლემას გადაწყვეტს. მაგალითად გამოყენებას მოუძებნის იმ ნაგავს, რომელიც ასე აბინძურებს ჩვენს პლანეტას. VolkerWessels -ი გვთავაზობს ოკეანიდან ნაგავის ამოსუფთავებას, რომლისგანაც უკვე კუნძულებია გაკეთებული და მათ გადამუშავებას.

მეორე არგუმენტად კომპანიას ის მოაქვს, რომ ასეთი გზების გაკეთება პრაქტიკულად აქრობს კითხვებს ხარისხთან დაკავშირებით – ნავარაუდებია, რომ გზები გაკეთდება ქარხნებში პლასტიკატის ბლოკების სახით და როგორც კონსტრუქტორები დაეწყობა გზებზე. ამასთან ერთად შემდგომში გზის შეკეთება უფრო გამარტივდება, საჭირო იქნება მხოლოდ დაზიანებული ნაწილის შეცვლა.

მესამე ის, რომ პლასტიკატის გზების შიგნით იქნება სიცარიელე, რაც ხელს შეუწყობს მილების, კაბელებისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანას. მეოთხე არგუმენტად ჰოლანდიელებს კონსტრუქციის გამძლეობა მოჰყავთ. ისინი ირწმუნებიან, რომ ასეთი გზები გაუძლებენ -40 დან +80 გრადუსამდე ტემპერატურას.

რათქმაუნდა იდეის ავტორებს კიდევ ბევრი რამის შესწავლა მოუწევთ. მაგალითად ზედაპირის ზემოქმედება ქიმიურ ნივთიერებებთან, უსაფრთხო გადაადგილება წვიმიან ამინდში და ა.შ. პირველი ასეთი საცდელი გზა დაიგება როტერდამში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატები ვუსურვოთ კომპანიას ამ იდეის განვითარებაში და დაველოდოთ ახალ სიახლეებს.

628c71c1dbfe890d485cf8a33c

თეგები: ,


Back to Top ↑