ვიდეო

Published on: 29 September 2015

ბრიტანელებმა გამოიგონეს გზა, რომელიც წვიმას არ უშინდება [Video]

მატერიალს ჰქვია Tarmac Topmix Permeable – ეს არის ფოროვანი ბეტონი, რომელიც გამოგონილია გზიდან წყლის მოსაშორებლად. ამ ბეტონს შეუძლია 60 წამში 4000 ლიტრამდე წყლის შეწოვა, რაც კონკრეტულ ტერიტორიას დატბორვას აარიდებს.

მძღოლებისთვის ეს არის უფრო მეტი უსაფრთხოება წვიმიან ამინდში, რადგან ასეთი გზის საფარი შეიწოვს წყალს და აღარ მოხდება აკვაპლანირება.  ყველაფერ დადებითთან ერთად ამ ტექნოლოგიას უარყოფითი მხარეებიც აქვს, ასეთი გზები მალე იყინება და არ არის განკუთვნილი დაბალი ტემპერატურის ადგილებისთვის. ამ პრობლემაზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. ნახეთ მოქმედებაში:

თეგები: , ,


Back to Top ↑