სტატიები

Published on: 16 January 2017

“გიჟური” კონცეპტი წარსულიდან აუქციონზე იყიდება

წარმოგიდგენთ კონცეპტ Streamline X Gilda-ს, რომლის პრემიერაც 1955 წელს ტურინის ავტოსალონში გაიმართა და რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი გაქრა. Gilda თავდაპირველად ფორდის მუზეუმში ინახებოდა, შემდგომ კი კერძო კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა. ბოლოს ავტომობილი ფართო აუდიტორიამ ნახევარი საუკუნის წინ იხილა, მას შემდეგ ის გზაზე არ გამოსულა.

Streamline X Gilda თავდიაპირველად აღჭურვილი იყო გაზტურბინული ძრავით, თუმცა, როგორც ლოტის ბროშურიდან ჩანს მისმა ბოლო მფლობელმა 70 ცხ.ძ. -ის მქონე როტაციული აგრეგატით აღჭურვა. ავტომობილის ძარა შედგება ალუმინისგან. მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ -ს შეადგენს. სრული ინფორმაცია კონცეპტსა და აუქციონის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑