Startaperi

სტატიები

Published on: 08 March 2018

2018 წლის ყველაზე ლამაზ კონცეპტად Mazda Vision Coupe დასახელდა

18 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ Mazda-ს დიზაინერების ნამუშევარი საუკეთესოდ აღიარეს. ყოველწლიურად ჟენევის საავტომობილო შოუში, იმართება ღონისძიება სახელწოდებით “ავტოდიზაინის ღამე”, რომელიც სპეციალიზირებული ონლაინ გამოცემა Car Design News- ის ორგანიზებით ტარდება. გამარჯვებულს კენჭისყრის გზით ,ინდუსტრიის ყველაზე ავტორიტეტული ფიგურებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.

2018 წლის გამარჯვებულად Mazda Vision Coupe დასახელდა, რომელიც პირველად 2017 წლის შემოდგომაზე წარსდგა ტოკიოს ავტოსალონში და მიუხედავად იმისა რომ მისი წარმოდგენა პრემიერად არ შეიძლება ჩაითვალოს, სტენდი დამთვალიერებლებს ვეღარ იტევს. აღნიშნული დიზაინის პირველი სერიული ავტომობილები 2019 წლიდან გამოჩნდებიან.

თეგები: , ,


Back to Top ↑