სტატიები

Published on: 17 October 2014

General Motors -ს 10 მილიარდს ედავებიან

General-Motors

ახალი საქმე წამოიჭრა General Motors -ის წინააღმდეგ, რომელიც New -York -ში განიხილება. მის წინააღმდეგ გამოდის 27 მილიონი ავტომფლობელი, მათი პრეტენზიის თანხა კი ასტრონომიულია და შეადგენს 10 მილიარდ დოლარს. შედარებისთვის დღესდღეისობით GM -ი შეფასებულია 48 მილიარდ დოლარად. გამოდის, რომ უკმაყოფილო კლიენტები კომპანიას მისი ღირებულების მეხუთედს ედავებიან.

მაინც რას უჩივიან GM-ს? საქმე იმაშია,რომ დაეცა GM -ისგან შეძენილი ავტომობილების ფასები, რომლებიც მოყვნენ ერთ-ერთ მრავალთაგან უკან მოხმობის კამპანიაში. ( ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოხდა გაბანკროტებული ავტო გიგანტის რეორგანიზაცია, უკან მოხმობის რაოდენობა ითვლის 60 -ს). მოსარჩელეთა ადვოკატები ირწმუნებიან, რომ უკან მოხმობის სკანდალურმა კამპანიამ GM ის ბრენდების ნდობის დაკარგვა გამოიწვია, რის შედეგადაც Chevrolet, Cadillac, Buick ან GMC ავტომობილების მეორად ბაზარზე გაყიდვა გაცილებით ძნელი გახდა. თუ სარჩელი კოლექტიურად გამოცხადდა, GM იძულებული იქნება გადაუხადოს კომპენსაცია იმ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც უკან მოხმობაში მოყვნენ. მათი რაოდენობა კი 27 მილიონს წარმოადგენს.

GM-ის ადვოკატები ცდილობენ მოიგონ საქმე და დაამტკიცონ, რომ მეორადი ავტომობილების დაბალი ფასები არ არის კავშირში უკან მოხმობის ინფორმაციასთან.  გასულ კვირას GM -მა კიდევ ერთი საქმე წააგო და მას მოუწია კომპესაციის გადახდა 27 დაღუპულის ოჯახისთვის, მიზეზი კი დასაქოქი სისტემის დეფექტი სახელდება. ასევე განხილვას ელოდება 151 მსგავსი საქმე.

თეგები: , ,


Back to Top ↑