Startaperi

სტატიები

Published on: 07 May 2019

ჩინეთს მსოფლიო ბაზარზე “მეორადი” ავტომობილების გამოყვანა უნდა

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მეორადი ავტომობილების ექსპორტს განაახლებს, რომლის მიზანიც შიდა ბაზრის გაცოცხლებაა. წლის დასაწყისში, რათა მომხმარებლების აქტივობა გაზრდილიყო, ქვეყნის მთავრობამ ზოგიერთი გადასახადი შეამცირა.
მეორადი ავტომობილების ექსპორტი ჩინეთის ათეულობით ქალაქსა და პროვინციიდან იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო შეარჩევს კომპანიებს, რომლებიც ექსპორტთან დაკავშირებულ ამოცანებს გაუმკლავდებიან. ასევე შეიმუშავებენ სპეციალურ ტესტებს, რომლებიც საექსპორტო ავტომობილის უსაფრთხოებასა და ხარისხს შეამოწმებენ.
საერთო ჯამში ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მათ დიდი პოტენციალი გააჩნიათ. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში გაყიდული მეორადი ავტომობილების 10% ექპორტზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ჩინეთის მთავრობამ “50%-იანი წესი” გააუქმა, რომელიც უცხოურ კომპანიებზე ვრცელდებოდა. აღნიშნული შეზღუდვა 1994 წლიდან მოქმედებდა და აიძულებდა უცხოურ კომპანიებს დგილობრივ სექტორთან ეთანამშრომლათ, ამასთან მათი წილი ბიზნესში 50%-ზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. ახლა კი უცხოურ კომპანიებს სრული თავისუფლება აქვთ ამ მხრივ.

თეგები: , ,


Back to Top ↑