Startaperi

სტატიები

Published on: 12 March 2018

Geely-ს დამაარსებელი Daimler-თან ერთად BMW-ს აქციებითაც იყო დაინტერესებული

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ჩინური გიგანტის დამაარსებელმა ლი შუფუმ Daimler AG -ის აქციების 9,69% შეიძინა, რითაც ის კონცერნის უმსხვილესი აქციონერი გახდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მილიარდელი BMW-თიც იყო დაინტერესებული, მაგრამ რატომ არ შედგა შეთანხმება ეს უცნობია.

ამასთან ერთად ცნობილია, რომ “მერსედესების” მწარმოებლის წილის შესყიდვამდე ლი შუფუ Fiat Chrysler Automobiles-თან თანამშრომლობითაც იყო დაინტერესებული.

სავარაუდოდ Geely -ს ეს ინვესტიცია Daimler-ში გამოწვეულია იმით, რომ მათ უნდოდათ EV ტექნოლოგიაზე წვდომის მიღება, რადგან ჩინური მთავრობა ადგილობრივი მწარმოებლებისგან ითხოვს რაც შეიძლება მეტი ავტომობილის გამოშვებას ნულოვანი გამონაბოლქვით.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑