სტატიები

Published on: 02 December 2017

ამერიკელებმა Ferrari -სა და McLaren -ის ახალი კონკურენტი აჩვენეს

კომპანია Aria Group -ი ავტოსფეროში ახალი არ არის. კალიფორნიელები თითქმის 20 წელია დაკავებულები არიან ბევრ ანვტოკონცერნთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს დიზაინების შემუშავებასა და საინჟინრო საკითხში კონსულტაციებს, მაგრამ საკუთარი ავტომობილის შემშავება მათ მხოლოდ სამი წლის წინ გადაწყვიტეს. უმეტეს შემთხვევაში როგორც ხდება, აქაც გადაწყდა სუპერქარის შემუშავება, ამასთან ჰიბრიდის.

მყიდველისთვის შეთავაზებული იქნება ორი ვერსია: უაკანა ამძრავიანი მოდელი Aria FE , რომელიც აღჭურვილი იქნება 6,2 ლიტრი მოცულობის ძრავითა და ჰიბრიდული ვერსია, სრულამძრავიანი “ტოპ” მოდიფიკაცია Aria FXE იგივე ძრავით. პირველი ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები არ ხამურდება, ხოლო “ტოპ” მოდიფიკაციის შემთხვევაში კი ცნობილია თითქმის ყველაფერი. Aria FXE -ის წონა 1565 კგ -ს შეადგენს, საერთო სიმძლავრე კი 1150 ცხ.ძ. (1784 ნმ). 0-100 კმ/სთ აჩქარებას სუპერქარი 3,1 წამში აკეთებს და მაქსიმალური სიჩქარე 337 კმ/სთ -ს შეადგენს. ავტომობილის ზოგიერთი სავალი ნაწილი ტიტანისაა და დაბეჭდილია 3D პრინტერზე. ლოს-ანგელესის ავტო შოუზე წარმოდგენილი იქნა პროტოტიპი და როგორც კალიფორნიელები იძახიან, სამუშაოების სრული დასრულებისთვის მათ დაახლოებით ერთი წელი სჭირდებათ. ასე, რომ Aria FXE  გაყიდვაში 2019 წელზე ადრე არ გამოჩნდება. უცნობია ფასი, მაგროამ ცნობილია ავტომობილის კონკურენტები: Ferrari LaFerrari და McLaren P1, რაც ავტომატურად მოიაზრებს ექვსციფრიან ფასს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑