სტატიები

Published on: 11 November 2015

დუბაის ავტოსალონში ახალი სუპერქარი გამოჩნდა

ოდესმე გსმენიათ კომპანია W Motors -ის შესახებ?  არა, Volkswagen -თან მას არანაირი კავშირი არ აქვს. 2012 წელს ეს კომპანია დაფუძნებული იქნა ლიბანში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დუბაიში გადავიდა. W Motors -ი ფართო მასებში ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც მისი კუპე Lykan HyperSport -ი გადაიღეს ფილმ “ფორსაჟი 7” -ში, ვინ დიზელი სწორედ ამ ავტომობილით “გადახტა” ცათამბრჯენიდან ცათამბრჯენში. ზაფხულში ერთ-ერთი Lykan HyperSport -ი აბუ-დაბის პოლიციამაც იყიდა.

პირველმა არაბულმა სუპერქარმა მიიღო Porsche -ს 780 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავა, რომელიც “გაუმჯობესებული” იქნა სპეციალურად კომპანია RUF  -ის მიერ. კუპე 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 2,8 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 385 კმ/სთ -ს. მოპირკეთებაში გამოყენებულია ნამდვილი ბრილიანტები და ოქრო. W Motors -მა მეორე მოდელის გამოშვებას დიდი ხანი არ დააყოვნა და დუბაის ავტოსალონში არაბებმა წარმოადგინეს ახალი სუპერქარი Fenyr SuperSport -ი.

ახალი მოდელი განსხვავდება თავის წინამორბედისაგან. “უფრო მეტი წაწვეტებული კუთხე!” – ეს არის W Motors -ის დევიზი ავტომობილის დიზაინთან მიმართებაში, ხოლო შთაგონების წყარო ძნელი მისახვედრი არაა, რომ კომპანიამ იპოვნა Lamborghini -ს სუპერქარებში. თუმცა ის რაც ძარის ქვეშ იმალება თვითონ იტალიელებსაც კი გააოცებს.

არა, W Motors -ში მოპირკეთება არ არის გაკეთებული ათასწლოვანი ბაობაბის ფესვებისგან და არც პლატინის ღილაკებით არის აღჭურვილი. სამაგიეროდ ავტომობილი აღჭურვილია 4,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც RUF -მა ორი ტურბინის დახმარებით 900 ცხ.ძ. -სა და 1200 -ნმ -მდე გაზარდა. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს ეს არის შვიდსაფეხურიანი ავტომატიკა. ავტომობილი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 2,7 წმ -ში. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი უტოლდება გიჟურ 400 კმ/სთ -ს.

Fenyr SuperSport -ი Lykan -თან შედარებით არამარტო უფრო სწრაფი, ასევე უფრო ხელმისაწვდომიცაა. თუკი არაბები Lykan HyperSport -ში 3,4 მილიონს ითხოვდნენ, მაშინ ახალი მოდელის შემთვევაში თუ უარს ვიტყვით ოქროსა და ბრილიანტის მოპირკეთებებზე, ჰოლოგრაფიული პროექტორის მქონე მულტიმედიურ სისტემასა და სხვა დეტალებზე, შესაძლებელი იქნება ავტომობილის ფასის 1 მილიონამდე შემცირება. სამწუხაროდ ამ ავტომობილის რაოდენობა სულ 25 ეგზემპლარს ითვლის და სავარაუდოდ ისინი დუბაის ავტოსალონის მსვლელობისასვე გაიყიდნენ. ჩვენ უბრალო მოკვდავებს ისღა დაგვრჩენია, რომ ვნახოთ ფოტოები  და დავტკებთ ამ ავტომობილით. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

თეგები: , , , , , , , ,


Back to Top ↑