სტატიები

Published on: 16 February 2017

მილიარდელი “საიმედო და ხარისხიან” Defender -ს შექმნის

ინგლისური კონცერნ INEOS -ის მფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა, საკუთარი ხარჯებით Land Rover Defender -ის წარმოების განახლების  სურვილის შესახებ განაცხადა. ავტომობილი უკვე წელზე მეტია არ იწარმოება (2016 წლის იანვრიდან). მთელი ამ ხნის განმავლობაში მილიარდელი რეტკლიფი კომპანიას დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი ქარხნის გახსნას სთავაზობდა, სადაც ლეგენდალური მოდელის წარმოება განახლდებოდა.

კონცერნ Jaguar Land Rover -ის მენეჯერები არ თანხმდებოდნენ ამ შემოთავაზებას. განაცხადეს, რომ არ აპირებებ “დეფენდერის” კონსტრუქციაზე საავტორო უფლებების გაყიდვას. თუმცა, როგორც “Авторевю” იტყობინება, პროექტს “მწვანე შუქი” აუნთეს.

რამოდენიმე დღის წინ რედკლიფმა რამოდენიმე ასეული მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტირების სურვილის შესახებ განაცხადა, რომელიც ახალი ყველგანმავლის შექმნას მოხმარდება. სავარაუდოდ,მილიარდელი მოდელის კლასიკური გარეგნობის შენარჩუნებას აპირებს.

ჩვენ გვინდა შევქმნათ სუფთა სისხლის ყველგანმავალი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურთათვის, ფერმერებისა და მთელი მსოფლიოს მაშტაბით არსებული ენთუზიით სავსე ოფროუდერებისათვის.

– ჯიმ რეტკლიფი

კომპანიაში ელოდებიან, რომ ახალი მოდელი ორიგინალთან შედარებით ბევრად ხარისხიანი და საიმედო იქნება. პროექტზე სამუშაოდ შექმნილია სპეციალური ჯგუფი INEOS Automotive. ავტომობილის წარმოებაში გაშვებას 2020 წლამდე გეგმავენ.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑