სტატიები

Published on: 03 November 2018

“ალტერნატიულ” Land Rover Defender-ს Ford-ის ქარხანაში გამოუშვებენ

ბრიტანული ნავთობქიმიური კომპანია lneos-ი Ford-ის ქარხნის ყიდვის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. საავტომობილო სამყარომ კომპანიის შესახებ 2016 წელს შეიტყო, როდესაც მისმა დამფუძნებელმა ჯიმ რეტკლიფმა განაცხადა, რომ Land Rover Defender-ის წარმოების განახლებას აპირებს. რეტკლიფი ამ ავტომობილის დიდი ფანია, წარმოების შეწყვეტა ძალიან განიცადა და სურდა JLR-სგან კლასიკური Defender-ის წარმოების უფლება შეესყიდა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო.

ამის შემდეგ მილიარდერმა გადაწყვიტა Defender-ის მოტივებზე ახალი ავტომობილი შეემუშავა, რომელსაც მსგავი დიზანი და უფრო თანამედროვე აღჭურვილობა ექნებოდა. ამისთვის მან საკუთარი საავტომობილო კომპანია lneos Automotive შექმნა.

ყველგანმავლის პროტოტიპი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Grenadier-ი. მიი ჩვენება ამ წლის ბოლოს იგეგმება,ხოლო წარმოების დაწყება 2020 წელს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑