ვიდეო
Published on: 17 October 2018
ყველაზე სწრაფი Jeep-ი:1200 ცხ.ძ. და 0-100 კმ/სთ აჩქარება 2,3 წმ-ში
ამერიკულმა ტიუნინგ-ატელიემ Hennessey Performance-მ Jeep Grand Cherokee Trackhawk-ი უფრო მძლავრი გახადა. მათ ავტომობილის სიმძლავრე 1217 ცხენის ძალამდე გაზარდეს, რისთვისაც მათ ძრავის ტითქმის სრულიად გადაკეთება მოუხდათ. როგორც Hennessey-ში აცხადებენ, ასეთი ძრავით Jeep-ს 0-100 კმ/სთ აჩქარების გაკეთება 2,3 წამში შეუძლია. ასეთი სულ 24 ეგზემპლარი იქნება გამოშვებული და თითოეული $179 000 ეღირება.