სტატიები

Published on: 16 October 2018

ყველაზე მეტად რა აღიზიანებს ცოლ-ქმარს ერთმანეთის მართვის მანერაში

როგორც მცირე ხუთიდან ერთ შეუღლებულ წყვილს ავტომობილის ტარების მანერის გამო ერთმანეთში კონფლიქტი მოსდის. ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს მეცნიერებმა ბრიტანეთიდან. ორგანიზაცია Budget Insurance-ს მიერ დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომელმაც 2000 მძღოლი წყვილი მოიცვა. ბევრი მათგანიდან ერთ-ერთი მაინც უკმაყოფილო იყო მისი მეუღლის მძღოლის უნარებით.

ყოველმა მეხუთე  რესპოდენტმა განაცხადა, რომ მის მეუღლეს გზაზე საშიშად მიიჩნევს. მეოთხედზე მეტი გამოტყდა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ერთხელ მაინც თქვა უარი თავის მეორე ნახევარს ჩასჯდომოდა ავტომობილში. მანდილოსნების დიდი ნაწილი ჩიოდა თავისი ქმრის მიერ გამოხატულ აგრესიაზე საჭესთან: ჩვევა ჯავრი იყაროს GPS-ზე და უხეში იყოს სხვა მძღოლების მიმართ. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების კიდევ ერთი უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ მამაკაცები მუხრუჭს გვიან აჭერენ. მამაკაცების გაღიზიანებას კი ქალების მართვაში იწვევს: ნელი ტარება, გადასწრების უნრი არქონა და მცდარი  გადაცემით სიარული.

რა აღიზიანებს მამაკაცს პარტნიორი ქალის მიერ ავტომობილის ტარებაში რა აღიზიანებს მანდილოსანს პარტნიორი კაცის მიერ ავტომობილის ტარებაში
მცდარი გადაცემით სიარული – 20% სიუხეშე გზაზე – 27%
ძალიან ნელი სიარული – 20% გვიანი დამუხრუჭება – 16%
გადასწრების უნრის არქონა – 20% GPS-ზე ჯავრის ამოყრა -15%
ესტაკატებზე ზედმეტი სიფრთხილე – 18% დისტანციის არ დაცვა – 14%
გვიანი დამუხრუჭება – 16% გრუნტოვან საფარზე სწრაფი სიარული -14%
ძალიან ძლიერი დამუხრუჭება – 15% მუსიკის ხმამაღლა მოსმენა -12%
ბორდიურიდან ძალიან შორს პარკირება – 12% სიჩქარის გადამეტება – 12%
გზაზე უხეშობა – 12% მაგისტრალზე ძალიან სწრაფი სიარული -11%
სიჩქარის გადამეტება 12% ავტომობილის ხმოვანი სიგნალის ბოროტად გამოყენება – 8%
აგრესიული ტარება – 10% საშიში გადასწრებები – 6%

თეგები:


Back to Top ↑