სტატიები
Published on: 23 April 2015
ყველაზე გრძელი ავტომობილი მსოფლიოში
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტომობილი არის 26 ბორბლის მქონე ლიმუზინი, რომლის სიგრძეც შეადგენს 30,5 მეტრს. ავტომობილის დანიშნულება არის არა ქალაქში სიარული, არამედ ფილმებში გადაღება და გამოფენებზე მონაწილეობა.
ავტომობილი იტევს 50 მგზავრს და აღჭურვილია “კადილაკის” ფირმის ორი ძრავით. მისი წონა შეადგენს 10 ტონას. ლიმუზინის სალონში დამონტაჟებულია აუზი და წყლის საწოლი. ხოლო სახურავზე დამონტაჟებულია სპეციალური მოედანი ვერტმფრენის დასასმელად.