ვიდეო

Published on: 29 September 2019

ყველაზე დიდი Nissan-ი: ის უკვე 405 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებს და პანორამული სახურავი აქვს

Nissan-მა პიკაპი Titan-ი განაახლა, ავტომობილი რომელიც თავის ძირითად კონკურენტებს ვერ ეწევა – Ford F-სერიასა და Chevrolet Silverado-ს. გასულ წელს Ford-მა თავისი პიკაპის 909 ათასი ეგზემპლარი გაყიდა, Chevrolet-მა 586 ათასი. Nissan-მა კი მხოლოდ 50 ათასი ეგზემპლარი. კონკურენტების დასაწევად იაპონელებმა ერთდროულად სამი რესტაილინგი მოამზადეს – ავტომობილის დიზაინი არჩეულ ვერსიაზე არის დამოკიდებული.

ცვლილებები განიცადა ავტომობილის სალონმაც. საბაზისო კომპლექტაციაში შევიდა უსაფრთხოების რვა ბალიში და Zero Gravity-ის სავარძლები. ხელსაწყოთა პანელზე გამოჩნდა 7 დიუმიანი დისპლეი.

5,6 ლიტრი მოცულობის V8 ძრავის სიმძლავრე 406 ცხენის ძალამდე(395 ადრე) გაზარდეს, რათა თანაკლასელებში ყველაზე მძლავრად ქცეულიყო. 7 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი 9-იანმა ჩაანაცვლა.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ Nissan Titan-ის საბაზისო ვერსია $30 690-დან იწყება. თუმცა ოფციების სია საკმაოდ დიდია, აქედან გამომდინარე საბოლოო ფასი შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც.

 

თეგები: ,


Back to Top ↑