სტატიები
Published on: 02 November 2014
წყალბადზე მომუშავე Toyota რალისთვის მოამზადეს
Toyota -ში მოიფიქრეს უჩვეულო პრომო აქცია წყალბადზე მომუშავე FCV -სთვის – “მწვანე” მოდელმა მიიღო მონაწილეობა იაპონიის რალის დასკვნით ეტაპში. რბოლა დაიწყო 1 ნოემბერს.
FCV -ს გააჩნია 136 ცხენის ძალა. ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 10 წამში და გამავლობის სრული დიაპაზონი წარმოადგენს 500კმ -ს. წარმატებები ვუსურვოთ ეკორეისერს და დაველოდოთ მის სერიულ გამოშვებას მომავალი წლისთვის.