ვიდეო
Published on: 22 November 2014
წყალბადზე მომუშავე Audi A7 -ის დებიუტი ლოსანჯელესში
ლოს-ანჯელესის ავტოსალონს ეწვია წყალბადზე მომუშავე Audi A7. ამ კონცეპტმა მიიღო სახელწოდების შემდეგი პრეფიქსი h-tron. მისი სრული სახელია A7 h-tron quattro. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავებით, რომლებიც განთავსებულია მის წინა და უკანა ნაწილებში. ჯამში ორივე ძრავა გამოიმუშავებს 230 ცხენის ძალას. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 180 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 7,9 წამში.
ყველაფერ ამას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ლითიუმიონური ბატარეები. რომელთა დამუხტვაც შესაძლებელია სახლის პირობებში და ითხოვს სულ რაღაც 4 საათს. დამუხტული ბატარები საშუალებას აძლევენ ავტომობლს გაიაროს 50 კმ.