Published on: 18 May 2015
Wortheresee -ს ფესტივალზე 530 ცხ. ძ. -ის მქონე Volkswagen T1 გამოჩნდა
წარმოგიდგენთ Wortheresee -ს ფესტივლის ერთ-ერთ უჩვეულო სტუმარს – დამუხტულ Volkswagen T1 -ს, რომლის ავტორიც არის შვეიცარიელი ენთუზიასტი ფრედ ბერნხარდი.
ბერნხარდმა შეიძინა ფურგონის 1962 წლის მოდელი. აღჭურვა იგი 3,6 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი Porsche 911 -ის ძრავით. ფრედი ამაზე არ შეჩერდა და ორი ტურბინა დაუმატა, საერთო ჯამში კი ავტომობილის სიმძლავრემ 530 ცხენის ძალა და 757 ნმ ბრუნვით მომენტი შეადგინა.
შვეიცარელმა ენთუზიასტმა Porsche 911-დან გამდმოიტანა მუხრუჭები და საჭე, ხოლო 6 საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მან ინათხოვრა Porsche 996 GT3 -სგან. კიდევ სხვა პარამეტრები, რაც გამოარჩევს ყოფილ პოპულარულ ვენს ეს არის 18 დიუმიანი BBS -ის ბორბლები, ხოლო კუზაოს ზოგიერთი დეტალი შედგება კარბონისგან და ავტომობილის საერთო მასა ადგენს 1500 კგ -ს.
ერთი სიტყვით ძველი T1 ახლა უკვე ნამდვილად დადის და ანვითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს – 230 კმ/სთ -ს.