სტატიები
Published on: 26 January 2018
“World Car of the Year-ის” 10 ფინალისტი ცნობილია
“წლის მსოფლიო ავტომობილის” (World Car of the Year Awards) ორგანიზატორებმა გამოაცხადეს 10 ნომინანტი, რომლებიც ერთმანეთს ფინალურ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გამოვლენილი იქნება 20 ქვეყნის 73 ჟურნალისტისგან შემდგარი ჟიურის მიერ ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოსალონზე.
ამ წელს ფინალისტები არიან:
- Alfa Romeo Giulia
- BMW X3
- Kia Stinger
- Land Rover Discovery
- Mazda CX-5
- Nissan Leaf
- Range Rover Velar
- Toyota Camry
- Volkswagen T-Roc
- Volvo XC60
დაჯილდოვებები გაიმართება ასევე სხვა ნომინაციებშიც: “ქალაქის საუკეთესო ავტომობილი”, “საუკეთესო პრემიუმ კლასის ავტომობილი”, “საუკეთესო ‘მწვანე’ ავტომობილი” და “საუკეთესო სპორტული ავტომობილი”.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მთავარი ტიტულის მფლობელი გახდა კროსოვერი Jaguar F-Pace.