Published on: 21 November 2018
VW-ის, BMW-სა და Mercedes-ის ავტომობილებს “არასექსუალურობა უსაყვედურეს”
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა გერმანელ ავტოკონცეპტებს ურჩია მოეფიქრებინათ ისეთი რამ, რაც მათი ელექტრონული მოდელების მიმზიდველობას გაზრდიდა,
“მე ძალიან მაინტერესებს როდის შეძლებთ, თქვენ, მისტერ ცეტშე (Daimler), ან თქვენ, მისტერ დის (Volkswagen), ან კიდევ თქვენ, მისტერ კრიუგერო BMW-დან, შექმნათ ელექტრომობილი რომელიც ნახევრად მაინც იქნება ისეთი სექსუალური, როგორიც არის Tesla.” – განაცხადა პიტერ ალტაიმერმა.
ასეთი განცხადება ალტაიმერმა მრგვალ მაგიდასთან გამოსვლისას გააკეთა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებას მიეძღვნა. მინისტრი ამას სერიოზულად იძახდა თუ ხუმრობდა,ჯერ გაურკვეველია. ასევე უცნობია იყო თუ არა პასუხი “დიდი სამეულიდან”. შეგახსენებთ, რომ Volkwagen-ი, BMW და Mercedes-ი აქტიურად ჩაერთვნენ ელექტრონული ავტომობილების ბაზარზე ლიდერობის მოსაპოვებლად. თითოეულ მათგანს თავის არსენალში ჰყავს არამარტო რამოდენიმე საინტერესო კონცეპტი, ასევე სერიული მოდელებიც.
PA Consulting-ის პროგნოზით BMW და Daimler-ი 2021 წლისთის ელექტრონული ავტომობილების მსოფლიო ბაზრის მწვერვალს მიაღწევენ.