სტატიები

Published on: 17 January 2019

VW-ის ახალი “ჯიპის” ტიპის ავტომობილი: ოფიციალური ფოტოები

Jeep Wrangler-ის, Land Rover Defender -ისა და Mercedes-Benz G-Class-ის ფლაგმანური ალტერნატივა 2021 წელს გამოვა. მსოფლიო ბაზრის “დაპყრობის” სტრატეგიის ფარგლებში Volkswagen-ი გეგმავს 50 ახალი მოდელის გამოშვებას, რომელთა გამონაბოლქვიც ძალიან მინიმალური იქნება. უმეტესი ნაწილი აწყობილი იქნება სამოდულო პლატფორმა MEB-ზე.  დეკემბრის ბოლოს Volkswagen-ის სტრატეგიული განვითარების დანაყოფის ხელმძღვანელმა მიხაელ იოსტმა გერმანელ ჟურნალისტებს მოუყვა ახალ ბრუნტანულ ელექტრონულ ყველგანმავაზე, რომელიც კონკურენციას გაუწევს საკულტო  Jeep Wrangler-ს, Land Rover Defender-სა Mercedes-Benz G-Class-ს. იოსტმა ამჯერად ავტომობილის ფოტოები და რამოდენიმე დეტალი გაგვიზიარა. ავტომობილი ატარებს პირობით სახელწოდება T-Rug-ს, რომელიც იმყოფება შემუშავების ადრეულ პერიოდში, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ავტომობილს 2021 წელს ვიხილავთ.

დაგეგმილია ავტომობილის ორი ვერსიის გამოშვება, ესენია: მოკლე სამკარა სიგრძით 4,5მ და გრძელი ხუთკარა სიგრძით 4,85მ. ამასთან გეტყვით, რომ ახლანდელ  Jeep Wrangler-სა და ჯერ კიდევ არ გამოშვენბულ ახალ  Land Rover Defender-ს ასევე აქვთ მოკლე და გრძელი ვერსიები. ხოლო Mercedes-Benz G-Class-ი მხოლოდ 5 კარა მოდიფიკაციით არსებობს.


Back to Top ↑