Published on: 09 March 2015
VW Golft GTD -ის პრემიერა ჟენევის ავტოსალონში
ჟენევის ავტოსალონში გაიმართა ახალი Volkswagen Golf GTD უნივერსალის პრემიერა, რომელსაც ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ ავტოსალონის ყველაზე ბალანსირებულ ავტომობილად ქცეულიყო – დიდი საბარგული, მძლავრი დიზელის ძრავა და მრავალი სხვა. მისი გაყიდვები რამოდენიმე თვეში დაიწყება.
ავტომობილის სალონის მოცულობა შეადგენს 1600 ლიტრს, აღჭურვილია 17 დიუმიანი ბორბლებით, გამოსაბოლქვი სისტემის მილები ქრომირებულია, შემცირდა დაკიდების სისტემის სიმაღლე, ასევე დამატებულია სხვადასხვა პატარა შტრიხები ავტომობილის სალონში. კაპოტის ახდისას დაგვხვდება 2 ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომელიც ცნობილია ჰეჩბეკ Golf GTD -დან. ავტომობილი ანვითარებს 184 ცხენის ძალას.
ავტომობილი პირველ 100 კილომეტრს ანვითარებს 7,9 წამში და როგორც VW -ში ამბობენ საშუალო დატვირთვით უნივერსალი 100 კილომეტრზე 4,4 ლიტრ საწვავს წვავს.
ევროპულ ბაზარზე VW Golf GTD ხელმისაწვდომი იქნება 32 000 ევროდ, ხოლო მათთვის ვისაც უფრო მეტი სტილი უნდათ, შეთავაზებულია Sport -ისა და Design -ის კომპლექტი. ამ შემთხვევაში კი მყიდველს დამატებითი 1000 ევროს გადახდა მოუწევს.