ვიდეო

Published on: 08 June 2015

Volvo XC60 -მა პარკირების სისტემის ჩვენებისას მაყურებელი გაიტანა

დომინიკის რესპუბლიკაში Volvo -ს პარკირების სისტემის – Self-parking Assist -ის პრეზენტაციისას კროსოვერ XC60 -მა ორი ადამიანი გაიტანა.

შემთხვევაში დამნაშავე აღმოჩნდა არა ავტომობილი, არამედ Volvo -ს ადგილობრივი წარმომადგენელი. ავტოსალონის თანამშრომლები ცდილობდნენ ენახებინათ თუ როგორ მუშაობს განახლებული XC60 -ის დამოუკიდებლად პარკირების სისტემა, თუმცა მათ არ გააქტიურეს City Mode რეჟიმი, რაც ამ უსიამოვნო შემთხვევის მიზეზი გახდა.

საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა, გარდა სალონის თანამშრომლისა, რომელიც პრეზენტაციაზე იყო პასუხისმგებელი და შემთხვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თეგები: ,


Back to Top ↑