Published on: 21 May 2015
Volvo -მ და Polestar -მა V40 უფრო სწრაფი გახადეს
სიმპატიურმა Volvo V40 -მა Carbon -ის ვერსია მიიღო, რომელიც Polestar -ში მომზადდა. ახალმა მოდელმა მიიღო განახლებების კომპლექსური ნაკრები, სიმძლავრის მცირე ინექცია და რამოდენიმე მოულოდნელი შტრიხი.
მოულოდნელ შტრიხში ვიგულისხმეთ კარბონის სახურავი და სარკეების კარბონის კორპუსები. ასევე უნდა აღინიშნოს 19 დიუმიანი შავი დისკები, მათი ტონალურობის აქცენტები და უსაფრთხოების წითელი ღვედები.
ტექნიკურ ნაწილს რაც შეეხება, V40 -ს აქვს ძრავების ორი გაუმჯობესებული ვარიანტი. პირველი T5, რაც 253 ცხენის ძალასა და 400 ნმ ბრუნვით მომენტს ნიშნავს (+ 25 ცხ.ძ. და 50 ნმ). ხოლო მეორე შემთხვევაში დიზელის D4, რომელიც Polestar -ში 16 ცხენის ძალითა და 40 ნმ -ით გაზარდეს. ჯამში კი ძრავა გამოიმუშავებს 200 ცხ.ძ. -სა და 440 ნმ ბრუნვით მომენტს.
სამწუხაროდ ესეთი V40 -ები გამოვა შეზღუდული ტირაჟით და მათი რაოდენობა 343 ერთეულს დაითვლის. ამასთან ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფრანგეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში. ნიდერლანდებსა და ფინეთში.