სტატიები

Published on: 02 June 2015

Volvo Apple -ს საათს დაუმეგობრდა

Volvo -ში გააუმჯობესეს მულტიმედიური კომპლექსი და Volvo On Call სისტემა, დაუმატეს რამოდენიმე ფუნქცია, რომელთა რეალიზებაც Apple Watch -ის საშუალებით მოხდა. ეს ყველაფერი არ შემოისაზღვრა სიგნალიზაციის ბანალური ფუნქციით.

ასე, რომ Volvo -სა და Apple -ს საათის მფლობელებს შეეძლებათ არა მარტო შეამოწმონ დაკეტილია თუ არა ავტომობილი, არამედ ჩართან კლიმატ კონტროლი, მოძებნონ ავტომობილი პარკინგზე და ასევე დაქოქონ ძრავაც.

გათვალისწინებულია კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციაც, რომელიც ცნობილია Mercedes-Benz -ის ანალოგიური სისტემიდან – Volvo -ს  მძღოლებს წინასწარ შეეძლებათ ნავიგაციური სისტემისთვის Apple Watch -ში წინასწარ შეიყვანონ მონაცემები. საინტერესო კიდევ ის არის, რომ მსგავსი ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება Android -ის მომხმარებელთათვისაც, Android Wear სისტემით.

4901ee227a5dc343979aa6cf0e

17001c574700495c18fdbabe75

260865b3fdc7714ca7f60a0e4c

b73499991b4f5635b9b86e5760

f30ead725dea7bd2472037d599

თეგები: , , ,


Back to Top ↑