სტატიები

Published on: 18 December 2014

Volvo 180 ცხენის ძალის მქონე 3 ცილინდრიან ძრავას ამზადებს

Volvo აქტიურად აგრძელებს Drive-E ძრავების ოჯახის განვითარებას – შვედებმა დაანონსეს 3 ცილინდრიანი ბენზინის ძრავის შემუშავება, რომელიც მარკის ერთდრულად რამოდენიმე მოდელზე იქნება გამოყენებული.

ძრავის მოცულობა იქნება 1,5 ლიტრი და რათქმაუნდა ტურბინირებული. ამჟამად კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ძრავის ტესტირება და სხვადასხვა გაუმჯობესებები, ამასთანავე ცნობილია ის, რომ ძრავა განავითარებს 180 ცხენის ძალას.

ძრავა იმუშავებს, როგორც ავტომატიკურ ასევე მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. იგი გათვლილია ეკოსტანდარტ “ევრო-7” -ზე, რომელიც ძალაში შემოვა 2020 წელს. ჩვენ კი დაგვრჩენია ის,რომ წარმატება ვუსურვოთ შვედებს და დაველოდოთ პირველ Volvo -ებს ახალი ძრავით.

14361133011401788907 volvo-15-drive-e-3-cylinder-teased-to-produce-up-to-180-hp-on-cma-platform-cars-photo-gallery_3 Neuer Dreizylinder-Motor von Volvo Cars

თეგები: , ,


Back to Top ↑