სტატიები

Published on: 09 May 2018

Volkswgen-ი დიდი ტირაჟით ახალ ბიუჯეტურ კროსოვერს გამოუშვებს

ამ წლის მარტის თვეში პეკინის ავტოსალონში Volkswagen-ის კონცეპტუალური კროსოვერი Powerful Family SUV-ი იქნა წარმოდგენილი. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მის სერიულ ვერსიას Tharu ერქმევა.

ინფორმაცია ამა ვტომობილზე ჯერ ცოტაა. ცნობილია მხოლოს ის, რომ ის იქნება Skoda Karoq-ის ახლო ნათესავი, რომლისგანაც იანდერძებს არამარტოსაერთო პლატფორმა MQB-ს, ასევე მათ ექნებათ ერთნაირი ძრავები და გადაცემათა კოლოფები. ჩინეთში კროსოვერის გამოშვებით Volkswagen-SAIC-ი დაკავდება და უკვე წლის ბოლოს ავტომობილი ბაზარზე გამოვა.

2020 წლისთვის მოდელის გლობალური ვერსიის გამოშვება იგეგმება. გამორიცხული არაა სრულამძრავიანი მოდიფიკაციის გამოშვებაც. წელიწადში კონცერნი 400 000 ასეთი კროსოვერის გაყიდვას გეგმავს.

თეგები: ,


Back to Top ↑