Published on: 23 September 2015
Volkswagen Touareg V6 TDI -მ 19 000 კმ გაჩერების გარეშე გაიარა
მარშრუტი, რომლის სიგრძეც შეადგენდა 19 000 კმ -ს Volkswagen Touraeg V6 TDI -მ შეუჩერებლად გაიარა. მარშრუტი გადიოდა შემდეგ ქვეყნებზე: ზიმბაბვე, ზამბია, ტანზანია, კენია, ეფიოპია, სუდანი, ეგვიპტე, თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, გერმანია, დანია, შვედეთი და ნორვეგია. ერთადერთი გამონაკლისი იყო სირია, რომელიც თვითფრინავის დახმარებით გაიარა.
რაინერ სიტლოუს ეკიპაჟი 9 დღის განმავლობაში შეუჩერებლად მოძრაობდა. როგორც პრეს რელიზში არის ნათქვამი, V6 დიზელის ძრავის მქონე სერიულმა Volkswagen Touareg -მ სამი მგზავრით, გადასაღები აღჭურვილობით, დამატებითი ავზებითა და სათადარიგო საბურავებით მთელი გზა შეუჩერებლად გაიარა.