Published on: 13 May 2019
Volkswagen-ში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება
უცხოური მედია საშუალებების ინფორმაციით, გერმანული კონცერნი ახალი გეგმის Vision 2030-ის შემუშავებას იწყებს, რომელიც გუნდის საქმიანობის რესტრუქტურიზაციასაც მოიაზრებს. გამომცემლობა Automobile-ს ინფორმაციით, გუნდში შემავალ რამდენიმე კომპანიას გადაფორმატირება ელოდება, ხოლო ზოგს ბრენდს კონცერნი გუნდიდან დაემშვიდობება.
გავრცელებული ინფორმაციით VW Group-ში შემავალ Volkswagen-ის, Audi-სა და Porsche-ს საავტომობილო მარკებს მოცემულ მომენტში არაფერი ემუქრება. Skoda-სა და Seat-ს, სავარაუდოდ ახალი მკაფიო დიზაინის შემუშავება მოუწევთ. ახალი სტრატეგიის Vision 2030-ის ფარგლებში კონცერნი შესაძლოა Bentley-ს, Bugatti-ს, Ducat-ის, Italdesign-სა და Lamborghini-ის დაშორდეს.
VW Group-იდან გავარდნის პირველი პრეტედენტი შესაძლოა Bentley გახდეს. ერ-ერთი სცენარის მიხედვით, მდიდრული ავტომობილების მარკა ჩინეთში გაიყიდება. ადრე ცნობილი გახდა, რომ Volkswagen Group-ის მსხვილმა აქციონერებმა Bentley-ს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ის უახლოეს ორ წელიწადში მოგებაზე გასულიყო. კომპანიის წაგებამ 2018 წლის პირველ 9 თვეში. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 137 მილიონი ევრო შეადგინა.