სტატიები
Published on: 11 September 2017
Volkswagen -ი მომავალში “ელექტროსამყაროში” ლიდერი იქნება
2025 წლისთვის Volkswagen -ი აპირებს ელექტრონული ავტომობილების სამყაროში ლიდერ გახდეს და წელიწადში 3 მილიონი ასეთი ავტომობილი აწარმოოს.
კომპანიის ხელმძღვანელის გერბერტ დისის თქმით, რევოლუცია უკვე 2020 წლისთვის დაიწყება ( ანუ დაახლოებთ სადღაც 2,5 წელში) . სწორედ ამ პერიოდისთვის არის დაგეგმილი ახალი საოჯახო ხაზის პრემიერა, თავიდან იქნება ჰეჩბეკი, ხოლო შემდგომ კროსოვერი (I.D. Crozz) . ამასთან ერთად ავტომობილები იქნებიან არამარტო ელექტრონულები, ასევე ისინი აღიჭურვებიან მაღალი დონის ავტომატური მართვის სისტემებით.