Published on: 13 July 2015
Volkswagen -მა Golf -ის უფრო ძლიერი და მებრძოლი ვერსია ააწყო
VW -მა გადაწყვიტა სარბოლო სამყაროში თავისი სიტყვა თქვას და ახალი Golf -ი გამოიყვანა. R ვერსიის ბაზაზე აწყობილი ეს ავტომობილი უფრო მძლავრი, მსუბუქი და ბევრად, ბევრად “ბოროტია”.
Golf TCR -ი მალე Touring Car Racer International Series -ზე წარსდგება და უკვე ამ კვირის ბოლოს გამოვა პირველ ბრძოლაზე ავსტრიაში. თან გაიყოლებს 330 ცხენის ძალის მქონე ტურბინირებულ ოთხცილინდრიან ძრავას, რომლის ბრუნვითი მომენტიც შეადგენს 380 ნმ -ს.
ზედმეტი სავარძლები, კარებების მოპირკეთება და ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭირო არაა მოშორებულია სალონიდან – დატოვებულია ყველაფერი მხოლოდ ის, რაც საჭიროა მძღოლის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. TCR -ი ჩვეულებრივ “გოლფებზე” 40 სმ -ით განიერია. იგი აღჭურვილია 18 დიუმიანი დისკებითა და Michelin -ის საბურავებით. ყველაფერ ამაზე მუშაბდა, როგორც VW -ის ავტოსპორტის ქვედანაყოფის სპეციალისტთა ჯგუფი, ასევე მათი კოლეგები Seat -იდან.